ხულოში თანადაფინანსებით ნივრისა და კარტოფილის სათესლე მასალა გაიცემა

12 თებერვალი 2018, 00:00 2925 ნახვა

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2018  წლის პროგრამების  პრეზენტაცია გამართა ხულოში. წელს ხულოში განხორციელდება ადგილობრივი ფერმერების მიერ წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც გულისხმობს მომსახურების ცენტრის შექმნას. იგი თანამედროვე დანადგარებით აღიჭურვება და დაკომპლექტდება პერსონალით. პროდუქცია შეიფუთება თანამედროვე ტექნოლოგიებით და მიეწოდება ბაზარს.  

ასევე მოსახლეობაზე თანადაფინანსების პრინციპით გაიცემა ნივრისა და კარტოფილის სათესლე მასალა. ხულოში მცხოვრები ფერმერებისთვის ასევე მოქმედებს, რძის წარმოება-რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა. მათ რძის შემკრები 1 ავტომანქანა მოემსახურება. წელს სამინისტროს პროგრამული ბიუჯეტი 10 მილიონ 168 ათას 575 ლარია. უწყება 8 პროგრამას ახორციელებს, რომელიც 18 ქვეპროგრამას მოიცავს. 

ამავე კატეგორიაში