რატომ შეიცვალა ფერდსამაგრი სამუშაობის პროექტი სოფელ გულებში

13 თებერვალი 2018, 00:00 1756 ნახვა

სოფელ გულებში საავტომობილო გზაზე რკინა ბეტონის კედლის ნაცვლად ქვის გაბიონი აშენდა - ნაციონალური მოძრაობა არაჯეროვნად შესრულებულ სამუშაოებზე საუბრობს. ვაჟა ბოლქვაძის განცხადებით, გაბიონი მეწყრულ პროცესებს ვერ შეაჩერებს. ქედის მერიაში განმარტავენ, რომ საპროექტო სამსახურის მიერ შეთავაზებული პროექტი მერიის შესაბამისმა სამსახურებმა განმეორებით შეისწავლეს და სატენდერო დოკუმენტაციაში ცვლილებები შეიტანეს, რაც გეოლოგების დასკვნას არ ეწინააღმდეგება. ეკონომიების ხარჯზე კი აღნიშნულ ტერიტორიაზე საწრეტი არხი გაკეთდა.

ამავე კატეგორიაში