სააკაშვილის ბრიფინგი ვარშავაში

13 თებერვალი 2018, 00:00 2388 ნახვა

“მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურამ პოლონეთის კომპეტენტურ უწყებებს  2017 წლის აგვისტოში მიმართა” – ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. ანუ საქართველო სააკაშვილის ექსტრადირებას ამჯერად უკვე პოლონეთისგან მოითხოვს. უწყების განცხადებაში წერია, რომ ძებნილ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარ პროკურატურას, როგორც ყველა სხვა ძებნილი პირის შემთხვევაში, კომუნიკაცია აქვს სხვადასხვა ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოებთან და ახორციელებს კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაბამის სამართლებრივ პროცედურას სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში.

რაც შეეხება საქმის სხვა დეტალებთან დაკავშირებით პროკურატურაში განცხადება არ კეთდება. უკრაინიდან პოლონეთში გაძევებულმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ვარშავაში პრეს - კონფერენცია გამართა. პოლიტიკოსმა სამომავლო გეგმებზე და უკრაინაში ოლიგარქიული ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელებაზე ისაუბრა. იგი თანამებრძოლებს უკრაინაში დაბრუნებას დაჰპირდა და მათ საპროტესტო აქციებისკენ მოუწოდა.

ამავე კატეგორიაში