ჯიშგანახლების ახალი პროგრამა

13 თებერვალი 2018, 00:00 2770 ნახვა

სოფლის მეურნეობის სამინისტრო მსხვილფეხა პირუტყვის ჯიშგანახლების ხელშეწყობას იწყებს, ამისთვის 2018 წლის ბიუჯეტში 137 ათასი ლარია გათვალისწინებული. პროგრამა მსხვილფეხა პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერების მომსახურების თანადაფინანსებას გულისხმობს. მეცხოველეობის დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის ბოლო ორი წლის განმავლობაში სამინისტროს ბიუჯეტში თანხა საერთოდ არ ჰქონდა გათვალისწინებული.

განსხვავებით 2016 და 2015 წლებისგან - 700 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა დარგის განვითარებისთვის 2015 წელს, 400 ათასზე მეტი კი 2016-ში. სწორედ 3 წლის წინ ქვეპროგრამის ფარგლებში შეიძინა სამინისტრომ 75 ერთეული “ჯერსის” ჯიშის მსხვილფეხა რქოსანი, თითოეულის ღირებულება 6 000 ლარს აჭარბებდა. ამ ჯიშის პირუტყვი აჭარაში აღარ გვხვდება – ამ პროგრამის შედეგი მთავრობას არ გაუანალიზებია, თუმცა დაიწყო ახალი. რამდენად თანმიმდევრულია სოფლის მეურნეობის სამინისტრო?

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში