კურორტ  გოდერძის  მიმართულებით  მოძრაობა  შეფერხებულია

14 თებერვალი 2018, 00:00 2414 ნახვა

 სოფელ ბოძაურში სადაც გუშინ მეწყერი ჩამოწვა გეოლოგებს ელოდებიან. სპეციალისტები   შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნობიან. ბოძაურთან მთავარ საავტომობილო გზაზე მეწყერი გუშინ საღამოს  ჩამოწვა.

შეფერხებულია საგზაო მოძრაობა. მოქალაქეები გოდერძის უღელტეხილის მიმართულებით შემოვლითი გზით, სოფელ კორტოხის გავლით გადაადგილდებიან. ხულოს მერის, გოჩა მელაძის განცხადებით ადგილზე მძიმე  ტექნიკა მუშაობს  და მიმდიანრეობს გზის აღდგენა. 

ამავე კატეგორიაში