ზურაბ პატარაძე თურქეთის ელჩს შეხვდა

14 თებერვალი 2018, 00:00 2589 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოში თურქეთის ელჩს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივებზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. 2008 წლიდან ორ ქვეყანას შორის მოქმედებს შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზურაბ პატარაძემ იმედი გამოთქვა, რომ გაზაფხულზე დაგეგმილი თურქეთის შსს მინისტრის ვიზიტის ფარგლებში საბოლოოდ მიღწეული იქნება ორივე ქვეყნისათვის ხელსაყრელი შედეგი საზღვრის კვეთის რეგულაციებთან დაკავშირებით. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კურორტ გოდერძის განვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი იქნება თურქული მხარის დაინტერესება როგორც ინვესტიციების განხორციელებით, ასევე ტურისტული კუთხით.

ამავე კატეგორიაში