11 წლის ბიჭმა ​გონიოში თიხის მილი აღმოაჩინა

15 თებერვალი 2018, 00:00 8407 ნახვა

თიხის მილი გონიოს ციხიდან 800 მეტრის დაშორებით, ანდრია პირველწოდებულის ქუჩის პირველ ნომერთან იპოვეს. აღმომჩენი 11 წლის ზურა დანელიაა

ადგილზე არქეოლოგები ჯერ არ მისულან, თუმცა წინასწარ, ფოტო მასალაზე დაყრდნობით ამბობენ, რომ მილი რომაული სტილისაა და შესაძლოა იგი  I-III  საუკუნებით  დათარიღდეს.

გონიოელები ამბობენ, რომ მილი სანიაღვრე არხის გათხრების სამუშაოების პროცესში დაინახეს. ანდრია პირველწოდებულის ქუჩაზე მცხოვრები ზურაბ გოგიტიძე ვარაუდობს,რომ თიხის მილი გონიოს ციხესთან გადის, რომელიც ქუჩიდან მოშორებით მდებარეობს. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში