მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტის განხილვას პარლამენტის თავმჯდომარესა და ტელეკომპანია ,,კავკასიის” ხელმძღვანელს შორის კამათი მოჰყვა.
ნინო ჯანგირაშვილმა სხდომა დატოვა მას შემდეგ რაც იგი პარლამენტის თავმჯდომარემ ტყუილში დაადანაშაულა და უთხრა, რომ ის ციფრები, რომელიც სატელევიზიო რეკლამის ბაზრის ფინანსურ მონაცემებს ეხებოდა სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი მზარდია და არა პირიქით.