საკონსტიტუციო ცვლილებების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება იწყება

16 თებერვალი 2018, 00:00 2752 ნახვა

მიმართვა საკონსტიტუციო ცვლილებების მოთხოვნით. უფლებადამცველი მერაბ ბლადაძე საორგანიზაციო წევრებთან ერთად ხელწერების შეგროვებას იწყებს. მათ ორი მთავარი მოთხოვნა აქვთ: აჭარის მთავრობის თავმჯდომარე პირდაპირი წესით აირჩიონ და საპარლამენტო არჩევნების თარიღს არ დაემთხვას უმაღლესი საბჭოს არჩევნები.

ინიციატივის არგუმენტად საერთაშორისო პრაქტიკა მოჰყავთ და მიიჩნევენ, რომ დანიშნულისგან განსხვავებით მთავრობის არჩეული მეთაური უფრო დამოუკიდებელი იქნება. მერაბ ბლადაძის განცხადებით, ცვლილებების მოთხოვნით დღეიდან ხელმოწერების შეგროვება დაიწყო, რომელიც  პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოს წარედგინება.  

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში