ვიზიტი მიუნხენში

17 თებერვალი 2018, 00:00 1697 ნახვა

საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები, ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემო და განხორციელებული რეფორმები გააცნო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  მსხვილი საერთაშორისო და გერმანული კომპანიების წარმომადგენლებს, მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში ოფიციალურ ვახშამზე.

მთავრობის მეთაური საერთაშორისო ბიზნესწრეების წარმომადგენლებს საქართველოს რეგიონულ ეკონომიკურ ჰაბად ჩამოყალიბების პოტენციალსა და მიმდინარე მსხვილ საინვესტიციო პროექტებზე ესაუბრა.

ამავე კატეგორიაში