ბათუმის საკრებულოს განმარტება

17 თებერვალი 2018, 00:00 1987 ნახვა

''6 მაისის პარკის'' სახელწოდების ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ბათუმის საკრებულომ. პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სოციალურ ქსელში სხდომის ჩანაწერის დამონტაჟებული ვიდეო - მასალა გავრცელდა. მათი თქმით, ის რომ პარკს აჭარის მთავრობის ერთ-ერთი ყოფილი მეთაურის სახელი ეწოდა არის დეზინფორმაცია.

15 თებერვალს საკრებულოს გადაწყვეტილებით, პარკს სახელწოდება მართლაც შეეცვალა და მას ''ბათუმის ცენტრალური პარკის სახელი'' ეწოდა. საკრებულოს ვებ-გვერდზე სხდომის ჩანაწერთან ერთად  დაახლოებით 2 წუთიანი ჩანაწერიდან ამონარიდი ვიდეო - მასალაა გამოქვეყნებული, სადაც საკრებულოს წევრები პარკისთვის ასლან აბაშიძის სახელის მინიჭებაზე მსჯელობენ. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში