“ამერიკა-საქართველოს ურთიერთობა ძალიან მაღალ წერტილზეა”- პრემიერი

17 თებერვალი 2018, 00:00 1911 ნახვა

გიორგი კვირიკაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის შედეგები შეაჯამა.  პრემიერ-მინისტრმა ხაზი აშშ-ის თავდაცვის მდივანთან შეხვედრას გაუსვა. რა დროსაც, მისი თქმით საფუძვლიანად განიხილეს აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობა.

გიორგი კვირიკაშვილს მიუნხენში სხვა შეხვედრებიც ჰქონდა, მათ შორის ევროკომისართან და ბიზნესის წარმომადგენლებთან. კიდევ ერთი ოფიციალური შეხვედრა დღეს საღამოსაა ჩანიშნული. მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენცია ხვალ დასრულდება.

ამავე კატეგორიაში