მიუნხენის კონფერენციის შეჯამება

18 თებერვალი 2018, 00:00 1960 ნახვა

საქართველოს მთავრობა მუშაობას იწყებს, რომ 2019 წელს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ძირითადი ჯგუფის შეხვედრა საქართველოში გაიმართოს. გასვლითი ფორმატის შეხვედრებში ქვეყნების და მონაწილეების ძირითადი ჯგუფები აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ.

ვიცე-პრემიერის და საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით საქართველო გააგრძელებს აქტიურ და მჭიდრო თანამშრომლობას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციასთან. საქართველოს დელეგაციამ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე  მუშაობა დაასრულა. დელეგაციის წევრების შეფასებით, ქართულმა მხარემ მაქსიმალურად გამოიყენა მიუნხენის ფორმატი და ორმხრივ შეხვედრებზე დააფიქსირა პოზიცია ყველა იმ მწვავე საკითხზე, რაც ქვეყანას გააჩნია.

ამავე კატეგორიაში