შეხვედრა „აზიის განვითარების ბანკი“-ს წარმომადგენლებთან

19 თებერვალი 2018, 00:00 2264 ნახვა

11-12 სექტემბერს ბათუმში დაგეგმილი ენერგოინვესტიციის ფორუმი - მოსამზადებელი სამუშაოები, ასევე საპილოტე საინვესტიციო პროექტები - ამ საკითხებზე ზურაბ პატარაძისა და „აზიის განვითარების ბანკი“- ს წარმომადგენლების შეხვედრისას ისაუბრეს. შეხვედრაზე მხარეებმა ის პროექტებიც განიხილეს, რომლებსაც აზიის განვითარების ბანკი რეგიონში აფინანსებს. 

აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური პარტნიორია, რომელსაც 2007 წლიდან 2017 წლის ჩათვლით 2,4 მილიარდი აშშ დოლარის პროექტები აქვს განხორციელებული ქვეყნის განვითარების ხელშეწყობისთვის.

ამავე კატეგორიაში