ოპოციზიის ინიციატივა და მერიის პასუხი

19 თებერვალი 2018, 00:00 2469 ნახვა

ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ბათუმის საკრებულოს ინიციატივით მიმართავს, უახლოს სხდომაზე საკრებულომ ქალაქის მერიას საბავშვო ბაღების  პედაგოგებისა და აღმზრდელების ხელფასების გაზრდის საკითხის განხილვა დაავალოს. მირდატ ქამადაძე ამბობს, რომ არსებული ბიუჯეტი ხელფასების გაზრდის საშუალებას იძლევა. მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ამბობს, რომ აღნიშნული საკითხი განხილულია და გადაწყვეტილებაც მიღებულია. არჩილ ვანაძის თქმით, სკოლამდელ დაწესებულებაში დასაქმებულთა ხელფასი თებერვლიდან 20-%-ით იზრდება.

ამავე კატეგორიაში