შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნარჩენების კონტროლი არ ხდება

20 თებერვალი 2018, 00:00 2028 ნახვა

შუახევის მუნიციპალიტეტის არც ერთ სოფელში ნარჩენების მართვა და კონტროლი არ ხორციელდება. მერის მოადგილის განცხადებით ნარჩენების გატანასთან დაკავშირებით გასულ თვეში გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვერ გამოვლინდა,  ტენდერი 6 500 ლარით გაზრდილი ოდენობით თვითმმართველობამ განმეორებით გამოაცხადა.

ზაზა ტაკიძის ინფორმაციით, თებერვალში შპს სანდასუფთავებასთან ხელშკრულება გაფორმდა. შუახევი ევროსაბჭოს და ევროკავშირის დახმარებით შეძენილ ნარჩენების მართვისთვის 2 ავტომობილს ელოდებიან, ხოლო 15 ათასი ლარი დაიხარჯება ურნების შესაძენად. რომლებიც ჭვანის, უჩამბის და ზამლეთის თემის მიმართულებით განთავსდება.

ნაგვის ურნები ამ ეტაპზე დაბის, ხიჭაურისა და ზამლეთის ტერიტორიების გარდა არც ერთ სოფელში არ არის განთავსებული. შუახევიდან ბათუმის მიმართულებით შპს სანდასუფთავების ავტომობილებს ნარჩენები კვირაში სამჯერ გააქვთ.

ამავე კატეგორიაში