ეუთო-ს საპარალემნტო ასამბლეის სესიის მეორე დღე

02 ივლისი 2016, 00:00 2635 ნახვა

მეორე დღეა თბილისი  ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიას მასპინძლობს. საქართველოში  57 ქვეყნის 700-მდე დელეგატი იმყოფება. დღეს საკომიტეტო მოსმენების დღეა. უკვე დაასრულა მუშაობა პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხთა გენერალურმა კომიტეტმა, სადაც რეზოლუციის პროექტი განიხილეს, რომლიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესიამ უნდა მიიღოს. ცხარე დისკუსია გაიმართა დოკუმენტის იმ პუნქტებზე, რომლებიც რეგიონში, მათ შორის უკრაინაში არსებულ კონფლიქტს შეეხება.

ამავე კატეგორიაში