ეკონომიკის მინისტრი: ესტაკადის მშენებლობა ივნისის ბოლოს დასრულდება

20 თებერვალი 2018, 00:00 2620 ნახვა

აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის რამაზ ბოლქვაძის განცხადებით ბათუმის შემოსასვლელში  ესტაკადის მშენებლობა 4 თვეში, ივნისში დასრულდება. მინისტრმა ამის თაობაზე აჭარის მთავრობის სხდომაზე, დღეს, 20 თებერვალს, განაცხადა. 

ბოლქვაძემ ინფორმაციით, სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ვადაზე ადრე დაიწყო: "ესტაკადის მშენებლობა ივნისის ბოლოს დასრულდება და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქალაქში სატრანსპორტო გადაადგილების გამარტივებას". 

ხელშეკრულებით ესტაკადის მშენებლობა კომპანიამ 340 დღეში უნდა დაასრულოს.  

ქალაქის ცენტრალურ გზაზე ესტაკადის მშენებლობისთვის 15 მილიონ 297`410 ათასი ლარია გათვალისწინებული.  ესტაკადა ბათუმის პორტთან, შვიდ ჰექტარ მიწის ფართობზე, ზუსტად იმ ადგილზე უნდა აიგოს, სადაც წლების წინ ხიდი არსებობდა. ის ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდში დაანგრიეს. წლების განმავლობაში, პორტიდან გამომავალი მატარებელი ქალაქის შემოსასვლელში, ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობას ზღუდავდა.

ფინანსთა სამინისტრომ ტენდერი 2017 წლის ოქტომბერში გამოაცხადა, ტენდერში კომპანია „კავკასუს როუდ პროექტმა“ გაიმარჯვა.

სოფო ჟღენტი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში