K2 კოეფიციენტზე შუამდგომლობის უფლება მთავრობამ მერიას გადასცა

20 თებერვალი 2018, 00:00 2928 ნახვა

განსაკუთრებული, სტრატეგიული მნიშვნელობის, ან გამონაკლისი – ეს ის შემთხვევებია რა დროსაც, დათქმის თანახმად, K2 კოეფიციენტის ზრდაზე მთავრობიდან მერიაში შუამდგომლობა უნდა შესულიყო, ანუ რეკომენდაცია რომელიც ბიზნესმენს დაშვებულზე მაღალი შენობის აგების უფლებას მისცემდა.

განსაკუთრებული იყო თუ არა ეს სადავოა თუმცა ფაქტია, რომ ამ კოეფიციენტის ზრდაზე არჩილ ხაბაძემ რეკომენდაციით ბათუმის მერიას 167-ჯერ მიმართა, ზურაბ პატარაძემ კი 62-ჯერ. პროცესი 2013 წელს დაიწყო.

ამ უფლების მინიჭების საკითხის საერთოდ გაუქმებას ითხოვს საზოგადოება “ბათომის” წევრი შოთა გუჯაბიძე. K2 კოეფიციენტის გაზრდაზე შუამდგომლობა კანონის ჩარჩოებშია მოქცეული, უფრო  მეტიც, მაგალითად ეკონომიკის სამინისტროს საინვესტიციო წინადადებაშიც კი ედო პირობა რომ ინვესტორს მთავრობა კოეფიციენტს ავტომატურად გაუზრდიდა.

სწორედ მსგავს 4 შემთხვევას ეხებოდა პატარაძის 4 რეკომენდაცია, ასევე რამდენიმე შემთხვევაში მთავრობაში არსებულმა საბჭომ კორექტირების შემდეგ მიმართვა ხელახლა განიხილა.

აჭარის მთავრობამ დღეს ამ უფლებაზე უარი თქვა – ამიერიდან თავმჯდომარეს და ფინანსთა მინისტრს მერიისთვის შუამდგომლობით მიმართვის უფლება აღარ ექნებათ.

ახლა ბათუმის მერმა უნდა მოიფიქროს რა ჩარჩოებში მოაქცევს და რა ფორმით აუწყობს ფეხს ბიზნესმენების მოთხოვნას, რომელიც არა დაშვებულ, არამედ შენობის დაშვებულზე მეტი მასშტაბით გაზრდას ეხება. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში