ბათუმი - ახალციხის გზაზე დროებითი გზის გაყვანა შესაძლებელია - გეოლოგების დასკვნა

21 თებერვალი 2018, 00:00 1795 ნახვა

ბათუმი - ახალციხის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე გააქტიურებული მეწყრული პორცესების შესწავლა გეოლოგებმა დაასრულეს. დასკვნის მიხედვით, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებითი  გზის გაყვანა შესაძლებელია, თუმცა მაქსიმალური სიფრთხილით. გეოლოგების რეკომენდაციით ტერიტორიაზე აუცილებელია სადრენაჟო სისტემის მოწყობა, ასევე უნდა განთავსდეს გამაფრთხილებელი საგზაო ნიშნები, რომ უამინდობის დროს შესაძლოა მეწყრული პროცესები განვითარდეს.

ხულოს მერიაში აცხადებენ, რომ ტერიტორიას თვითმმართველობის წარმომადგენლებიც აკვირდებიან. ლაშა ბოქლავაძის ინფორმაციით, მერიამ ტერიტორიის სიღრმისეულად შესასწავლად საქართველოს საგზაო დეპარტამენტს მიმართა და დასკვნებს ამ უწყებიდანაც ელოდებიან. შეგახსენებთ, ბათუმი-ახალციხის დამაკავშირებელი გზის ჯვარიქეთის მონაკვეთზე მეწყრული პროცესები გასული კვირიდან აქტიურდება. ამ დროისთვის აღნიშნულ მონაკვეთზე მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებითაა შესაძლებელი გადაადგილება. ადგილზე საგზაო დეპარტამენტის რამდენიმე ტექნიკაა მობილიზებული. 

ამავე კატეგორიაში