“მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტზე პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია

21 თებერვალი 2018, 00:00 2178 ნახვა

პარლამენტმა პრეზიდენტის მე-11 ვეტო დაძლია.  83 ხმით დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ცვლილებებს “მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტში. ცვლილებებით  საზოგადოებრივ მაუწყებელს უფლებამოსილება უფართოვდება და შეეძლება კანონმდებლობით განსაზღვრული შემოსავლები, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებები დამწყები საწარმოების წახალისების, ინოვაციური განვითარების, მაუწყებლობის სფეროში გარემოს განვითარების ხელშეწყობაზე მიმართოს.

ასევე განსაზღვრულ დროს დასაშვები ხდება კომერციული რეკლამა.  კენჭისყრამდე თითქმის ოთხი საათის განმავლობაში კანონმდებლები ცხარე კამათის ფონზე განიხილავდნენ ცვლილებების პაკეტს. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში