დეკანოზ მამალაძის ადვოკატების სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს

21 თებერვალი 2018, 00:00 1812 ნახვა

დღეს გახდება ცნობილი მიიღებს თუ არა დასაშვებად საკონსტიტუციო სასამართლო დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების სარჩელს. გიორგი ფანცულაია  და მია ზოიძე გაუთქმელობის ვალდებულების ნორმის შეცვლას ითხოვენ. 

სასამართლოს ადვოკატები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სისხლის სამართლის კოდექსის იმ ნორმას ასაჩივრებენ, რომელიც მხარეებს გამოძიების მიმდინარეობისას საქმის შესახებ მონაცემების გახმაურებას უკრძალავს. მოსარჩელე მხარე აცხადებს, რომ მათ ამის გამო ვერ შეძლეს სრულყოფილი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. დაკავებული დეკანოზის ადვოკატები განმარტავენ, რომ ბრალდების მხარეს ეს შეზღუდვა არ აქვს.  განხილვა მოსარჩელე მხარესა და მოსამართლეებს შორის კითხვა-პასუხის რეჟიმში გრძელდება.

ამავე კატეგორიაში