დამეწყრილ ტერიტორიებზე ფერდსამაგრი სამუშაოებისთვის შუახევის ბიუჯეტში თანხები არ არის გაწერილი

22 თებერვალი 2018, 00:00 1655 ნახვა

დამეწყრილ ტერიტორიებზე ფერდსამაგრი სამუშაოების ჩასატარებლად შუახევის მიმდინარე წლის ბიუჯეტში თანხები გაწერილი არ არის. შუახევის მერის მოადგილის ინფორმაციით, ფერდსამაგრ სამუშაოებისთვის საჭირო ფინანსები ბიუჯეტის ცვლილების დროს გამოიყოფა.  

ომარ ტაკიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე გეოლოგებთან ერთად სტიქიურად აქტიური ლოკაციების შესწავლა მიმდინარეობს. ამ დროისთვის 44-მდე დამეწყრილი ტერიტორიაა შესწავლილი. გასულ წელს ფერდსამაგრი სამუშაოებისთვის ნახევარ მილიონამდე ლარი დაიხარჯა.

ამავე კატეგორიაში