''ჰესების მშენებლობის შემდეგ წყაროს წყლები დაშრა'' - წაბლანელების პროტესტი

22 თებერვალი 2018, 00:00 1932 ნახვა

აჭარის მაღალმთიანეთში ჰესების მშენებლობამ წყლის მიწოდების კუთხით პრობლემები შექმნა. სოფელ წაბლანას მოსახლეობა ამბობს, რომ ბოლო რამდენიმე წელია, წყაროს წყლები დაშრა, 125 ოჯახს კი, ცხოვრება რთულ პირობებში უწევთ.  მათი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებს ამის შესახებ ინფორმაცია, ბევრჯერ მიაწოდეს.

წაბლანას მკვიდრები დღეს საკრებულოს სხდომაზე მივიდნენ. ისინი,  სოფელში წყალმომარაგების სისტემაში არსებული პრობლემის მოგვარებას დეპუტატებს სთხოვენ.

ანალოგიური პრობლემაზე სოფლების ვაშლოვანის, სხალთისა და ბაკინბაკოს თემის რწმუნებულებიც საუბრობენ და საკითხის დროულად გადაჭრას ითხოვენ.

აჭარაში ჰესების მშენებლობა 2007 წელს დაიწყო. მაშინ მოსახლეობა მშენებლობის დაწყებას სხვადსხვა მოტივით აპროტესტებდა.

წაბლანაში, 1989 წლის 19 აპრილს სოლგომანის მთამ ჩამოიშალა. სტიქიას 23 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის სამი ბავშვი იყო. ტრაგედიის ადგილას მოქალაქეები და ხელისუფლების წარმომადგენლები ყოველწლიურად იკრიბებიან.

ამავე კატეგორიაში