აჭარის  დელეგაციის  ვიზიტი  პოლონეთში 

23 თებერვალი 2018, 00:00 2010 ნახვა

აჭარის დელეგაცია პოლონეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ბათუმის მერმა დელეგაციის წევრებთან ერთად ვროცლავის აფრიკარიუმი დაათვალიერეს და მისი მუშაობის სტრუქტურას და ტექნოლოგიას გაეცნენ, მოისმინეს ინფორმაცია ობიექტის წყალმომარაგების, წყლის გაწმენდის სისტემებისა და ხელოვნური მიკროკლიმატის შესახებ.  

აფრიკარიუმი ვროცლავში 2014 წელს გაიხსნა და იგი ერთ-ერთი უნიკალურია ევროპაში. თითქმის ერთ ჰექტარ ტერიტორიაზე წარმოდგენილია აფრიკის კონტინენტის მრავალფეროვანი ფლორა და ფაუნა. აფრიკარიუმის წარმომადგენლებმა  ურთიერთთანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა გამოთქვეს.  პოლონურმა მხარემ საინვესტიციო პროექტის ბათუმში შესაძლო განხორციელების გეგმაზეც ისაუბრა. 

ამავე კატეგორიაში