სოსლან ზოიძე - ''საკითხი, რომელიც აიპებზე ხელფასების ზრდას გულისხმობდა, საკრებულომ არ განიხილა''

23 თებერვალი 2018, 00:00 2191 ნახვა

შუახევის საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა. ოპოზიცია დღის წესრიგში მათ მიერ ინიცირებულ სამი საკითხის დამატებას მოითხოვდა. სოსლან ზოიძის განცხადებით, საკითხი, რომელიც აიპებზე ხელფასების ზრდას გულისხმობდა, საკრებულომ არ განიხილა.

ბრალდებას მმართველ პარტიაში უსაფუძვლოდ მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ საკითხი დაგვიანებით შევიდა და დღის წესრიგში დამატება პროცედურულად შეუძლებელი იყო. დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე შესყიდვების სამსახურის 2017 წელს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვები განიხილეს. გასულ წელს შუახევში 243 სატენდერო დოკუმენტი შედგა, 9 ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა, ოთხი კი შეწყდა. განმეორებით გამოცხადდა 61 ტენდერი. 

ამავე კატეგორიაში