ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 319 ათას 402 ლარით გაიზარდა

23 თებერვალი 2018, 00:00 2415 ნახვა

ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 319 ათას 402 ლარით გაიზარდა და 9 მილიონ 856 ათას 302 ლარს შეადგენს. მუნიციპალიტეტში მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის129 ათას 602 ლარი გამოიყო. დამატებითი თანხები კი მერიის კუთვნილი ავტომანქანების დაზღვევისათვის. ოპოზიციამ ცვლილებას მხარი არ დაუჭირა და მას ბიუროკრატიული ხარჯები უწოდა, რასაც საკრებულოს თავმჯდომარე არ ეთანხმება.

დღესვე საკრებულოს სხდომაზე უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა “ევროპული საქართველოს” დეპუტატის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, აჭარის უმაღლესი საბჭოსთვის უნდა გადაგზავნილიყო თხოვნა მიწის რეგისტრაციის შეზღუდვებთან დაკავშირებით.

საქმე ეხება დებულებას, რომლის მიხედვითაც მოქალაქე მხოლოდ იმ მიწას ირეგისტრირებს, რომელიც საცხოვრებლის მიმდებარედ ან  მომიჯნავედაა. უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა ნაციონალური მოძრობის ინიციატივას ბაღების თანამშრომლების ხელფასების მატებასთან დაკავშირებითაც. თუმცა თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში