იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება პოლიტიკური სკანდალის მიზეზი გახდა

23 თებერვალი 2018, 00:00 2325 ნახვა

დააგვიანა თუ არა საქართველოს ხელისუფლებამ? გიორგი კვირიკაშვილის შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უვადოდ გამწესებული მოსამართლეების საკითხს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გამოეხმაურნენ.

ცოტა ხნის წინ გაავრცელა განცხადება საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ. აცხადებს რომ სამუშაო ჯგუფი უახლოეს მომავალში წარადგენს მოსამართლეთა უვადოდ გამწესების ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებულ საკანონმდებლო წინადადებას, რითაც შეიძლება ითქვას ერთგვარად თავადაც დააყენა ეჭვქვეშ აქამდე არსებული კრიტერიუმები.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო პასუხისმგებელია საქართველოში დამოუკიდებელ სასამართლო სისტემაზე, ამ ორგანომ კი გუშინ, უვადოდ გაამწესა 44 მოსამართლე, მათ შორის ისეთი საქმეების განმხილველი და გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლეები, რომელთა გამოც ქვეყნის სასამართლო სისტემა საერთაშორისო დონეზეა გაკრიტიკებული.

პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი პარლამენტს “გირგვლიანის შესწორებების,” კანონპროექტზე მსჯელობის დაწყებისკენ, კანონის მიღებამდე კი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მორატორიუმის, ანუ პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდებს. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში