ლევან ვარშალომიძე ბათუმში დღეს დაბრუნდება

03 ივლისი 2016, 00:00 2996 ნახვა

ქართულ პოლიტიკას, ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, ლევან ვარშალომიძე უბრუნდება. დღეს, სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით, ბათუმში აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ბრუნდება. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მათი მხარდამჭერები ლევან ვარშალომიძეს სარფში დახვდებიან. აჭარის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის არჩევნებში ლევან ვარშალომიძე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველი ნომერი იქნება.

ამავე კატეგორიაში