"არასამთავრობო სექტორს დახმარებას ვთხოვ, მიმდინარეობს ჩემი დევნა" - ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე

23 თებერვალი 2018, 00:00 3318 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შავაძე სასამართლოს თავმჯდომარეს დავით მამაისეიშვილს ზეწოლაში ადანაშაულებს. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან, "მთავარში" მოსამართლემ განაცხადა, რომ მას თავმჯდომარესთან შეუთანხმებელი გადაწყვეტილებების გამო დევნიდნენ, მის წინააღმდეგ უსაფუძვლო დაიწყო დისციპლინარული დევნა და პროკურატურასთან შეთანხმებით.

"ძალიან ცუდ სიტუაციაში მიწევდა მართლმსაჯულების გაწევა და შეგნებულად მიშლიდა ხელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი, რომ განეხორციელებინა მართლმსაჯულება. მიქმნიდა პრობლემებს, დაიწყო კავშირების გაბმა პროკურატურაში, შეთანხმებულად დაიწყეს თავდასხმა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დისციპლინარული დევნის საკითხები დააყენეს. ყოველივე ამის უკან, რომ თვითონ (მამისეიშვილი) დგას მე ამის მტკიცებულებები შემიძლია მივაწოდო შესაბამის უწყებებს" - აცხადებს ირაკლი შავაძე - „დავით მამისეიშვილი ბოროტად იყენებს თავის უფლებამოსილებას და მის ქმედებებში იკვეთება სავარაუდო სისხლის სამართლის ნიშნები“.

მოსამართლის მტკიცებით, იუსტიციის საბჭოს წევრებისა და სასამართლოს თავმჯდომარის ორგანიზებით, მის წინააღდეგ 5 საჩივარი შეიტანეს იუსტიციის საბჭოში, მათ შორის ბათუმის #3 საპყრობილის ადმინისტრაციიდან. "უნდა ნახოთ საჩივრის ენა, ეს არის სიძულვილით დაწერილი. ვიფიქრე, ახლა ღმერთმა დაგვიფაროს და 37 წელი ყოფილიყო ალბათ დამხვრეტდნენ ისეთი რაღაცები წერია. ბუნებრივია, როგორც ადამიანს, რომლის მიმართ დევნა მიმდინარეობს, მაქვს უფლება ყველაფერი გავასაჯაროო, ვთხოვ დახმარებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, საერთაშორისო გამჭვირვალობას, რომ ჩაერთონ საქმეში და საზოგადოებამ დაინახოს, რომ ეს იყო ჩემს წინააღმდეგ ორკესტრირებული ქმედება და ამას პროკურატურიდან „ადეიშვილის ნარჩენები“ აკეთებდნენ.დიდი მეცადინეობით ოთხი თუ ხუთი საჩივარი მოაგროვეს, მაგრამ ვერაფერი ხელშესახები ვერ ნახეს, რომ რეალურად დისციპლინური დევნა განეხორციელებინათ" - აცხადებს მოსამართლე.

ამავე კატეგორიაში