შრომითი უსაფრთხოება

24 თებერვალი 2018, 00:00 1821 ნახვა

საპარლამენტო ოპოზიცია ითხოვს, რომ შრომითი უსაფრთხოების სანქციებზე ჯარიმა დედაქალაქსა და რეგიონებში დიფერენცირებული არ იყოს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სანქციების გამკაცრების აუცილებლობის დასაბუთებას თვითმმართველობებისგან ითხოვდნენ.  

განმარტავენ, რომ  ბათუმსა და სხვა თვითმმართველობებს  შრომის უსაფრთხოების გამკაცრების დასაბუთებით პარლამენტისთვის არ მიუმართავს. თბილისის მერის მოთხოვნის შედეგად,  კანონპროექტში კი ჩაიწერა, რომ თბილისში შრომითი უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის, მაგალითად მუშის ჩაფხუტის გარეშე მუშაობა კომპანიას 30 000 ლარი დაუჯდება, ანალოგიური დარღვევისთვის კი რეგიონებში, მათ შორის ბათუმში, კომპანია 10 ჯერ ნაკლები თანხით, 3000 ლარით დაჯარიმდება.

შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონზე მსჯელობა მომავალი კვირიდან მესამე მოსმენით კომიტეტებში გაგრძელდება. მომდევნო სასესიო კვირაში კი საბოლოო მოსმენით კენჭს უყრიან.

ამავე კატეგორიაში