ლევან მურუსიძე: შავაძის მოსვლა სასამართლო სისტემაში უკავშირდება ჩემს სახელს

24 თებერვალი 2018, 00:00 3395 ნახვა

ლევან მურუსიძე: "შავაძის მოსვლა სასამართლო სისტემაში უკავშირდება ჩემს სახელს" 

მოსამართლე ლევან მურუსიძე მოსამართლე ირაკლი შავაძის განცხადებას ეხმაურება და აცხადებეს, რომ შავაძისგან გაუკვირდა მისი გვარის ხსენება "კოლექტიური მურუსიძის" კონტექსტში. ამბობს, რომ შავაძე სისტემაში მაშინ მოვიდა, როცა ის იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. მურუსიძე ამბობს, რომ წყენა არ აქვს და არ აპირებს ამ პოლემიკაში ჩართვას.   

“ვუსმინე ირაკლი შავაძის განცხადებას და ჩემი გვარიც ახსენა. თქვა, რომ კოლექტიური ლევან მურუსიძე, რომ არ ვიყავი, იმიტომ არ ამირჩიესო. კომენტარს არ ვაკეთებ. გეტყვით, მხოლოდ იმას, რომ ბატონი ირაკლი შავაძე საერთო სასამართლო სისტემაში მაშინ დაინიშნა, როცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ვიყავი. მისი მოსვლა სასამართლო სისტემაში უკავშირდება ჩემს სახელს. მე არ ვარ დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. არავითარ მონაწილეობას არ ვღებულობ ამ ორგანოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ვარ რიგითი მოსამართლე. დასკვნები თქვენ გააკეთეთ. მისგან ასეთი განცხადება გამიკვირდა, არავითარი წყენა არ მაქვს და არც მაქვს სურვილი რომ ამ პოლემიკაში ჩავება. ვარ რიგითი მოსამართლე და გამაჩნია ეთიკა" -განაცხადა ლევან მურუსიძემ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში