10 მოსამართლე დავით მამისეიშვილის მიმართ მხარდაჭერას ხელმოწერით აფიქსირებს

26 თებერვალი 2018, 00:00 2802 ნახვა
სკანდალი ბათუმის საქალაქო სასამართლოში - პირადი დაპირისპირება, სისხლის სამართლის დანაშაული, თუ სიცრუე და ცილისწამება? მოსამართლე ირაკლი შავაძის მიერ სასამართლოს თავმჯდომარის დავით მამისეიშვილის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს დღეს ქვეყნის მასშტაბით გამოეხმაურნენ. მიუხედავად იმისა რომ არ არსებობს დადასტურებული ფაქტი თუ ვინ ამბობს სიმართლეს, დღეს ერთ მოსამართლეს ათი მოსამართლე დაუპირისპირდა – კოლეგებმა ირაკლი შავაძე სიცრუეში დაადანაშაულეს, დავით მამისეიშვილს კი მხარდაჭერა გამოუცხადეს.

საქმეს სწავლობს “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,” ასევე “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო.” რატომ არ განაცხადა საჯაროდ შესაძლო ჩარევის შესახებ მოსამართლემ მაშინვე, რატომ საუბრობს ამის შესახებ მას შემდეგ რაც უარი უთხრეს უვადო მოსამართლეობაზე და იტყოდა თუ არა რამეს უვადოდ გამწესების შემთხვევაში? 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში