იუსტიციის უმაღლესი საბჭო მზადაა ირაკლი შავაძეს და დავით მამისეიშვილს მოუსმინოს

26 თებერვალი 2018, 00:00 1967 ნახვა

იუსტიციის უმაღლესი საბჭო აპირებს, უახლოეს დღეებში შეხვდეს მოსამართლე ირაკლი შავაძეს და ასევე მოსამართლე, საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილს. მამისეიშვილი რამდენიმე წუთში უპასუხებს “მთავარის” კითხვებს. მანამდე კი გავიგოთ როგორ შეაფასეს შავაძის ბრალდებები საბჭოში. მესამე სექტორში აცხადებენ რომ ერთ-ერთი მოსამართლე წევრის მიერ წინასწარ, შესწავლის გარეშე ნახსენები ფრაზა – რომ შესაძლოა ირაკლი შავაძის ბრალდებები ცრუ დასმენის ნიშნებს შეიცავს – ზეგავლენის მოხდენას ემსახურება.

დღეს უმაღლესი საბჭოს წევრებს არ უსაუბრიათ კონკრეტულად რა არგუმენტების გამო უთხრეს უარი შავაძეს უვადო მოსამართლეობაზე, მითუმეტეს მაშინ როდესაც მან სხვა 49 მოსამართლესთან ერთად კრიტერიუმები დააკმაყოფილა. გასაუბრებები დახურული იყო, ასევე წინასწარაა ცნობილი რომ დახურული იქნება ბრალდებების ავტორსა და ადრესატთან შეხვედრაც.

ამავე კატეგორიაში