მახინჯაური და ქობულეთი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეა - ენმ

27 თებერვალი 2018, 00:00 2473 ნახვა

''იცნობდეთ ხეგლეჯიებს'', ''აჭარას მთავრობა არ ჰყავს'' - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აჭარის მთავრობის სახლთან აქციას მართავს. 

მთავრობის სახლთან შეკრებილები ქობულეთიდან და მახინჯაურიდან მრავალწლოვანი ხეების გადარგვას აპროტესტებენ. ისინი მთავრობის თავმჯდომარესთნ შეხვედრას ითხოვენ.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ელგუჯა ბაგრატიონის განცხადებით თუ მთავრობის წევრები არ გამოვლენ, ისინი შეეცდებიან შენობაში შევიდნენ და შეხვდნენ ზურაბ პატარაძეს. ადგილზე საპატრულო პოლიცია მივიდა.

მახინჯაურსა და ქობულეთში, დრონით გადაღებული ვიდეობი "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" გაავრცელა.  ოპოზიცია რამდენიმე დღეა აქციას აანონსებს და ვიდეო რგოლს სოციალური ქსელში ატრიალებს.

კომპანია "ზიმოს" წარმომადგენლის ინფორმაციით, აჭარიდან   30-მდე ხე თავად გადაიტანეს. ისინი ხის ტრანსპორტირებას ზღვით ახორციელებენ.   100 წლოვანი ხეების გადატანის სამუშაოებს სხვა კომპანიებიც აწარმოებენ. 

ამავე კატეგორიაში