არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საქმე

27 თებერვალი 2018, 00:00 2142 ნახვა

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი კვლავ ოკუპირებულ ცხინვალში რჩება – დე ფაქტო მმართველები უარს ამბობენ ცხედრის გადმოცემაზე. საზოგადოებაში და ტატუნაშვილის ოჯახის წევრებში ჩნდება ეჭვი, ხომ არ ცდილობს ოსური და რუსული მხარე კვალის წაშლას? ექსპერტიზის ჩასატარებლად ტერიტორიაზე არ უშვებენ სამხარაულის ექსპერტებს, არ აძლევენ საშუალებას ლევან ქუტაიშვილს და იოსებ პავლიაშვილს დატოვონ ტერიტორია.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი გარდაცვლილს ოსი ხალხის გენოციდთან კავშირში ეჭვმიტანილად მოიხსენიებს და მისი გარდაცვალების საკუთარ ვერსიაზე საუბრობს. ფაქტს უკვე მოჰყვა საერთაშორისო გამოხმაურება. „მოვუწოდებთ სანდო და გამჭვირვალე გამოძიებისკენ და მზად ვართ ხელი შევუწყოთ ამ პროცესს“ - ნათქვამია გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, კომისარს ცოტა ხნის წინ შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში