ბორჯომში ფრაქცია ''ქართული ოცნების'' წევრების და მათი მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს

01 მარტი 2018, 00:00 1687 ნახვა

ბორჯომში ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრების და მათი მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ითხოვენ, ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძემ ხელი მოაწეროს საკრებულოს დადგენილებას, რომელიც მერიის თანამშრომლების სახელფასო ფონდის მატებას შეეხება, ასევე აქციის მონაწილეები მოითხოვენ საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძემ დატოვოს დაკავებული თანამდებობა.

აქციის ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება უსაფრთხოების დაცვის მიზნით ხდება. ბორჯომის საკრებულოში გუშინ, დღის განმავლობაში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.

საკრებულოში ბორჯომის მერიის თანამშრომლების ხელფასების მატების საკითხის განხილვა იყო დაგეგმილი. ხმების არასაკმარისი რაოდენობის გამო, ხელფასების საკითხი თავდაპირველად ჩავარდა, რასაც ბორჯომის მერიის თანამშრომლების პროტესტი მოჰყვა. ბორჯომის საკრებულო ერთადერთია სადაც უმრავლესობას ოპოზიცია წარმოადგენს. 

ამავე კატეგორიაში