რომელი 20 შედეგი მიაჩნია მნიშვნელოვნად ლაშა კომახიძეს?

01 მარტი 2018, 00:00 2264 ნახვა

20 შედეგად დაყოფილი 100 დღე 40 წუთში – ბათუმის მერმა არჩევნებიდან დღემდე გადადგმული ნაბიჯები შეაჯამა. ლაშა კომახიძემ შემუშავებულ დოკუმენტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ამბობს რომ უკვე აქვს სტრატეგია, აუქმებს სამსახურებს, ანუ ცვლის სტრუქტურას, დანაზოგი თანხით კი ახალ ორგანიზაციებს ქმნის – რეორგანიზაციაზე სასაუბროდ ბრიფინგი ხვალისთვისაა დაანონსებული, დღეს კი ძირითადად იმ დოკუმენტებზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც მომდევნო წლებში ქალაქის მთავრობა იმუშავებს.

ერთ-ერთი მთავარი საგანგებო სიტუაციების მართვა - წვიმის, ქარის, დიდთოვლობის, თუ ნგრევის დროს მერიის სამსახურების ჩართულობისა და როლის საკითხია. სხვათაშორის დღეს აღმოჩნდა, რომ მუშაობის 100 დღის შეჯამება თბილისის მერსაც ჰქონია დაგეგმილი, კახა კალაძემ პრეზენტაცია ოდნავ მოგვიანებით გამართა.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში