შავაძე-მამისეიშვილის დაპირისპირება - განხილვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე

02 მარტი 2018, 00:00 2238 ნახვა

2 საათის განმავლობაში ისმენდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლისა და თავმჯდომარის ურთიერთბრალდებებს. ირაკლი შავაძემ ყველა ის გარემოება გაიხსენა, რომელთა გამოც როგორც თავად ირწმუნება მას  დავით მამისეიშვილი დაუპირისპირდა.

მიზეზებს შორისაა ქობულეთში დამწვარი სასტუმრო ,,არმაზის” საქმეც. ამასთან დღევანდელ შეხვედრაზე შავაძემ განაცხადა, რომ მისთვის ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმდჯდომარეს არაერთხელ უთქვამს, რომ იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრები მისი მხარდამჭერები არიან.

დავით მამისეიშვილი კი აცხადებს, რომ  თუკი მას საბჭოს წევრები გაამართლებენ, მოსამართლე ირაკლი შავაძემ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა  უნდა  უარყონ ის განცხადებები რომლებსაც  ბოლო პერიოდში ავრცელებენ. ირაკლი შავაძე მზადაა საკუთარი სიმართლე სიცრუის დეტექტორით გაიაროს, იგივეს აპირებს დავით მამისეიშვილი.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში