შავაძე-მამისეიშვილის დაპირისპირება - განხილვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე

02 მარტი 2018, 00:00 2571 ნახვა

სიცრუის დეტექტორი – ამ მეთოდით სიმართლის დადგენის აუცილებლობა დღეს ირაკლი შავაძემ არაერთხელ ახსენა. იგი შემოწმებას დავით მამისეიშვილსაც სთავაზობს. მოსამართლეების ურთიერთბრალდებები დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა მოისმინეს.

გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში ვითარებაში უკეთ გასარკვევად საბჭოს წევრები ბათუმის საქალაქო სასამართლოს იმ მოსამართლეებსაც მოუსმენენ, რომლებმაც სხვათაშორის მამისეიშვილის მხარდაჭერა ცოტა ხნის წინ ოფიციალური განცხადებით დაადასტურეს.

ამასთან, მტკიცებულებების გარეშე,  ირაკლი შავაძე სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულეს. მოქმედ მოსამართლეს, რომელიც ღიად დაუპირისპირდა თავმჯდომარეს და იგი ხელის შეშლასა და ჩარევაში დაადანაშაულა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მხრიდან ობიექტური გადაწყვეტილების მიღების იმედი არ აქვს. მამისეიშვილი კი კვლავ ამტკიცებს, რომ ყველაფერი რასაც შავაძე ამბობს, სიცრუეა და სიმართლის დადგენის შემდეგ მან ეს სიტყვები აუცილებლად უნდა უარყოს.

ასევე უნდა მოიცნენ მესამე სექტორის წარმომადგენლებიც. დღეს შეხვედრისას ირაკლი შავაძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა ქობულეთში, სასტუმრო “არმაზის” ხანძრის საქმეზე, თქვა რომ ბრალდებულის ზაზა ართმელაძის აღკვეთის ღონისძიების შეცვლა იყო მთავარი, რის გამოც მას მამისეიშვილი დაუპირისპირდა, იგი ასევე აცხადებს, რომ მას მამისეიშვილი ხშირად უხსენებდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან მეგობრობის საკითხს და ასე ცდილობდა გავლენის მოხდენას. 

ირაკლი შავაძემ კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა და შეხვედრა დროზე ადრე დატოვა - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ განუცხადა.

შავაძე შეხვედრის დაწყებამდეც აცხადებდა, რომ არ აქვს იმედი რომ საბჭო საკითხს ობიექტურად შეაფასებს – ამ განცხადებას მიქაუტაძე არასწორს უწოდებს. რა შეფასებები და განცხადებები გაკეთდა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში