როდის მოეწყობა გომარდულში სათხილამურო ტრასა და საბაგირო გზა

02 მარტი 2018, 00:00 2947 ნახვა

მეორედ გახსნილი კურორტი “გომარდული” ძველი ინფრასტრუქტურით. 2017-2018 წლების ზამთრის სეზონზე კურორტისთვის მხოლოდ მისასვლელი გზა შეიცვალა – გზა “გოდერძისგან” განსხვავებით აქ მოასფალტებულია.

ამჟამად აქციონერებთან, რომლებსაც დავალიანება ჩამოეწერათ, ხელშეკრულებების განახლება მიმდინარეობს, რომლის თანახამდაც მათ 4 წელი ექნებათ იმისთვის რომ კურორტზე განთავსების ობიექტები მოაწყონ და ის საჭიროებები დააკმაყოფილონ, რაც დასასვენებლად წასულ ადამიანს აქვს.

ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მიუხედავად მცირე სათხილამურო ტრასისა, წელს 2000-მდე ტურისტის მასპინძლობა მაინც შეძლეს, იქ ამჟამად 4 კოტეჯი და 10 საოჯახო ტიპის სასტუმროა. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში