ჯანდაცვის მინისტრი თემურ გაბაიძის გარდაცვალებაზე

03 მარტი 2018, 00:00 2302 ნახვა

“ჯანდაცვის სამინისტროს  აქვს კომპეტენციის სფერო, რომლის ფარგლებშიც მის მიერ შესწავლილ საქმეებზე ყველაზე მსუბუქი, შენიშვნის მიცემაა”- ეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებაა. მისი თქმით,  ექიმებს ბრალეულობის შემთხვევაში შეიძლება 1- დან 6- თვემდე ლიცენზია შეუჩერდეთ ან საერთოდ ჩამოერთვათ.

მინისტრის განცხადებით,  უფრო მძიმე სამედიცინო შემთხვევებში საგამოძიებო ორგანოები ერთვებიან და ისინი სისხლის სამართლის პასუხისმგებელ შესაბამის მუხლს ახორციელებენ. მინისტრმა  თემურ გაბაიძის გარდაცვალებაზეც ისაუბრა, როგორც აღნიშნა  კონკრეტული ექიმების ბრალეულობის  საკითხი სამედიცინო რეგულირების სააგენტოს არ დაუდგენია, რადგან    ეს მათი კომპეტენციის საკითხი არ არის. თემურ გაბაიძე შარშან კურორტ გოდერძიზე გარდაიცვალა.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში