რეორგანიზაცია ბათუმის მერიაში

03 მარტი 2018, 00:00 2347 ნახვა

ბათუმის მერიასა  და მის სტრუქტურულ ერთეულებში 101 ადამიანს შრომითი ხელშეკრულება შეუწყდება. 10-ის ნაცვლად კი 9 სამსახური იმუშავებს. საქალაქო სამსახურის თითქის ყველა უფროსი გათავისუფლდება.  კონკურსი ცხადდება 30 ვაკანტურ ადგილზე. უქმდება ზედამხედველობის სამსახური და იგი მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურში გაერთიანდება.

საქალაქო მუნიციპალური სერვისების განყოფილებას კი საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმის კორდინირება  დაევალება. რეორგანიზაცია - ოპტიმიზაციის შედეგად ჯამში 700 000 ათასი ლარი გამოთავისუფლდება. დოკუმენტი ჯერ საკრებულოს გადაეგზავნება დასამტკიცებლად.  როგორც ლაშა კომახიძე ამბობს 1 მაისს, ბათუმის მერია ახალი სტრუქტურით დაიწყებს მუშაობას.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში