მაღალმთიანეთის გაზიფიცირება

03 მარტი 2018, 00:00 2435 ნახვა

აჭარის მაღალმთიანეთის გაზიფიცირებისათვის სამუშაოები გრძელდება. თავდაპირველად შუახევის , ქედის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების გაზიფიცირება მოხდება, რითაც 11 ათასამდე აბონენტი ისარგებლებს. ხოლო მეორე ეტაპზე ბუნებრივ აირს ხულოსა და გოდერძზეც გაიყვანენ.

გაზსადენის საერთო სიგრძე 65 ათას 162 მეტრია. სამუშაოებს შპს „ ენერჯი ინვესტი 2009“ ახორციელებს. გაზსადენის სამშენებლო ღირებულება 25 მილიონ 850 000 ლარია. პროექტის პირველი ეტაპის დასრულება 2019 წლის 1 მარტისთვის იგეგმება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში