დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა

03 მარტი 2018, 00:00 2864 ნახვა

კურორტ გომარდულს სეზონის გახსნიდან დღემდე 1000 -ზე მეტი ვიზიტორი ეწვია, მხოლოდ საოჯახო სასტუმროებში 180 -ი ტურისტი დაფიქსირდა. აჭარის ტურიზმის სააგენტომ ვიზიტორების მოსაზიდად სარეკლამო რგოლი დაამზადა. 5 წლიანი ყადაღის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა სააქციო საზოგადოების წევრებს 100 ათას ლარზე მეტი დაუჯდა. ახლა კი ხელშეკრულების თანახმად ინვესტორებს კურორტზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება ევალებათ.

ამ ეტაპზე აქციონერები ეკონომიკის სამინისტროსგან საგადასახადო შეთანხმებას ელოდებიან, რის შემდეგაც კურორტის განვითარებისთვის თანხების მოძიებას დაიწყებენ, არსებულ ოთხ კოტეჯს კიდევ რამდენიმე და ერთი სასტუმრო დაემატება. ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, აქციონერებს ყადაღა იმ პირობით მოეხსნათ რომ კურორტზე 2 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებენ და დაასაქმებენ 40 მოქალაქეს. უახლოეს დღეებში გახდება ასევე ცნობილი რა ფორმის და რა სიგრძის ბაგირი განთავსდება კურორტზე. სეზონი გომარდულზე აპრილის დასაწყისში დასრულდება. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში