ახალი ბაღი რეაბილიტაციის მოლოდინში

03 მარტი 2018, 00:00 2110 ნახვა

ქობულეთში საბავშვო ბაღს, რომელიც 2016 წელს აშენდა და ჯერ არ გახსნილა სარემონტო სამუშაოები ესაჭიროება. სააღმზრდელო დაწესებულების გახსნა გასული წლის ნოემბერში იყო დაგეგმილი.

ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის ინფორმაციით ბაღში მოხვედრას განცხადებების მიხედვით 130 ბავშვი ელოდება. მერიაში ბაღის გახსნის გაჭიანურების მიზეზად კოსმეტიკური რემონტი სახელდება, რადგან შენობა დანესტილია. საბავშვო ბაღისა და ეზოს მოწყობისთვის მერიის ბიუჯეტიდან 800 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში