“მხოლოდ მშვიდობიანი გზით გავაგრძელებთ დეოკუპაციის პოლიტიკას

03 მარტი 2018, 00:00 2174 ნახვა

“არჩილი არის საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლი. ამ მძიმე წუთებში მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა ჩვენს გვერდით დგას. ვითხოვთ დროულად გადაეცეს ოჯახს ცხედარი.” ეს განცხადება თავდაცვის მინისტრმა გააკეთა.

ლევან იზორია წილკანში იმყოფებოდა, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი უმცროსი სერჟანტის, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. მინისტრმა აღნიშნა, რომ  მხოლოდ მშვიდობიანი გზით, პრინციპულად გაგრძელდება ქვეყნის დეოკუპაციის პოლიტიკა.

ამავე კატეგორიაში