ზარალის ოდენობა დღეს დაზუსტდება

04 ივლისი 2016, 00:00 2673 ნახვა

დღეს გახდება ცნობილი თუ რა რაოდენობის ზარალი მიაყენა სტიქიამ ქედასა და შუახევს. ამ წუთებში ქედის მუნიციპალიტეტში ზარალის დამთვლელი კომისიის სხდომა მიმდინარეობს. პირველადი მონაცემებით, უამინდობის გამო ქედის მუნიციპალიტეტი სახელმწიფო და კერძო ბიზნესის ჩათვლით 2 მილიონით დაზარალდა. გამგეობის ბალანსზე არსებული ინფრასტრუქტურა 100 ათასამდე ლარით, დაახლოებით 355 ათასი ლარის კი საგზაო ინფრასტრუქტრურაა დაზიანებული. მეშვიდე დღეა მერისის თემის ოთხი სოფლის მთა კოსლითავის 30-მდე მოიალაღე გარესამყაროსაა მოწყვეტილი. კოსლითავიდან წამოსულმა ადიდებულმა მდინარემ აღნიშნულ ოჯახებთან მისასვლელი ორი საცალფეხო და ერთი საავტომობილი ხიდი წაიღო. ქედის გამგეობის ინფორმაციით, ოჯახებთან მისასვლელი გზების აღდგენა ვარაზას გზიდან გუშინ დაიწყო. რაც შეეხება შუახევს, აქ წიანსწარი მონაცემებით ზარალი 100 ათას ლარზე მეტია. 

ამავე კატეგორიაში