მეურვეობის 14 მსურველი

04 მარტი 2018, 00:00 2143 ნახვა

სულ 14-მა ადამიანმა მიმართა განაცხადით საკონკურსო კომისიას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობისთვის. ვაკანტური ადგილი კი მხოლოდ ოთხია. კანონმდებლობით, საკონკურსო კომისიამ თითო ვაკანტურ თანამდებობაზე 3 პირი უნდა წარადგინოს. ეს იმას ნიშნავს, რომ სავარაუდოდ, ამ 14 პირიდან, პირველ ეტაპზე, 12 შეირჩევა. პარლამენტში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ 10 დღეში  უნდა შეისწავლოს კანდიდატების მიერ წარმოდგენილი  დოკუმენტაცია, შერჩეულ პირთა სია კი იმ უწყებებს გადაეგზავნება, ვისაც მაუწყებლის ბორდში კვოტა ერგება.

სია გადაეგზავნება აჭარის უმაღლეს საბჭოსაც, რომელმაც  სამ დღეში უნდა  შეარჩიოს მისთვის სასურველი ერთი ან რამდენიმე  კანდიდატი. შერჩეულ კანდიდატებს  საბოლოოდ საქართველოს პარლამენტი არჩევს. რამდენიმე თვეში  სამეურვეო საბჭოში უფლებამოსილება ეწურებათ: აჭარის  უმაღლესი საბჭოს  მიერ  დასახელებულ გიორგი კოხრეიძეს, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის  მიერ დასახელებულ გრიგოლ გოგელიას და მარინა  მუსხელიშვილს. საბჭო საკუთარი სურვილით რამდენიმე თვის წინ დატოვა  უმცირესობის მიერ დასახელებულმა  სულხან სალაძემ. სწორედ, მათ შესაცვლელადაა კონკურსი გამოცხადებული. 

ამავე კატეგორიაში