„მშვიდობა ომზე მეტია!“

04 მარტი 2018, 00:00 2248 ნახვა

საქართველოს ქალაქებში, მათ სორის ბათუმში, დღეს,  მოკლული ქართველი ჯარისკაცის არჩილ ტატუნაშვილის მიმართ სოლიდარობისა და რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ აქცია, სახელწოდებით „მშვიდობა ომზე მეტია!“ გაიმართა.

აქციის ორგანიზატორები რიგითი მოქალაქეები არიან, რომლებმაც აღნიშნული ღონისძიება სოციალურ ქსელში დაგეგმეს, პოლიტიკოსებს, თანამდებობის პირებსა თუ სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებს კი მოუწოდეს, გადადონ გვერდით საკუთარი პოლიტიკური ინტერესები და ყოველგვარი სტატუსის გარეშე, როგორც სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი, აქციას შეუერთდნენ.  

ამავე კატეგორიაში